19 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ეს არის მართლა საგამონაკლისო, ეს არის მართლა პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე - გიორგი ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოზე

„ეს არის მართლა საგამონაკლისო, ეს არის მართლა პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე და, ალბათ, ამის გამოყენება არ იქნებოდა საჭირო, რომ რაღაც სერიოზული დიდი პრობლემა არ ყოფილიყო,“ - ასე აფასებს ფონდ ღიასაზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შაბათის კურიერში გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკმაოდ დიდ დროს ანდომებს საკითხის განხილვას.

„ამდენი ხანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა და ასე ყველა უნდა დავდგეთ და მოვუწოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ რაც შეიძლება, მალე გადაწყვიტოს ეს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მან აღნიშნა, რომ სრულიად ლეგიტიმურია განსხვავებული მოსაზრებების და გარკვეული მიკერძოებულობის დანახვა რუსთავი2-ის საქმის განხილვისას.

„იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა რეალობაც საქართველოში გვაქვს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა როლიც შეიძლება, ითამაშოს რუსთავი2-ის საქმის გადაწყვეტილებამ იქ სრულიად ლეგიტიმურია თქვენი შეკითხვები და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს თვითონ სასამართლომ და ამაზე პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და სწორედ ამის იმედი გვაქვს ჩვენ,“ - განაცხადა გიორგიო ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მინიშნებას ხედავს იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები და აცხადებს, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 

დღის ამბები