გიორგი მშვენიერაძემ რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში "უპრეცენდენტო" უწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარის აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „დამაფიქრებელი მესიჯი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის“.
გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
„ადამიანები, რომლებიც რუსთავი2-ს ვიცავთ, ვიცავთ დასავლურ ღირებულებებს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.