"რუსთავი 2" გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-ზე, ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის დადებით მოვლენად აფასებს ტელეკომპანიის მფლობელობაზე დავის წამოწყების პერსპექტივას.
„ეროსი კიწმარიშვილის პარტნიორები დვალი, დავით დვალი და მისი მეგობარი ცდილობენ და არიან უკმაყოფილოები რომ მათ ეს ტელევიზია პრაქტიკულად წაართვეს. ქიბარ ხალვაში მეორე მხრივ რომ მეორე გადამყიდველია ამათგან თუ როგორც მოხდა, მასაც აქვს პრეტენზიები რომ ტელევიზია წაართვეს და ესე შემდგომ, ეს პროცესიც მიდის, რომ დაიწყო თავისთავად კარგია. მე არ ვიცი შეიტანეს თუ არა სასამართლოში, მაგრამ უკვე ხმაურობენ ჩემი გადმოსახედიდან რეალური მესაკუთრეები,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.