გვიან ღამით მიუნხენის რეისით გაემგზავრა საქართველოდან ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. მან კურიერთან ვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა.
პაატა სალიას მტკიცებით, მას პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი და ეს ევროსასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეს არ უკავშირდება, რადგან იქ ქიბარ ხალვაში მხარეს აღარ წარმოადგენს.
რაც შეეხება სტრასბურგში 8 მარტს ჩანიშნულ განხილვას, მისი განცხადებით, ქიბარ ხალვაში მოვლენების განვითარებას ელოდება.