ევროპულ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოუწოდებენ გააგრძელოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების შესახებ რესპუბლიკელები. რუსთავი 2-ის საქმეზე პარტია განცხადებას დამოუკიდებლად ავრცელებს.
"საქართველოს მედიაში პლურალისტური გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო საკითხია ევროპის სასამართლომ გადააგრძელოს მიღებული გადაწყვეტილება, მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე," - წერია განცხადებაში.
პარტია აქცენტს აკეთებს მიმდინარე წელს დაგეგმილ არჩევნებზეც, როდესაც აუცილებელია ქვეყანაში თავისუფალი მედია სივრცის არსებობა.