19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
გიორგი კახიანს მიაჩნია, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხის უკიდურესად პოლიტიზირება ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კახიანის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის უკიდურესად პოლიტიზირება მოხდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კითხვის ნიშნებს, რომელიც სხვადასხვა ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არსებობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოხსნის.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია საქმე არ გამოვიდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები და ეს გარკვეულწილად მიღწეულიც არის, რომ ამ საკითხის უკიდურესად პოლიტიზირება ხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს ეს პროცესი. თუ შეიძლება ვინმესთვის ეს კითხვები არსებობდეს უზენაესი და სხვა ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, იმედი მაქვს, რომ არ გაჩნდება სტრასბურგის სასმართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

დღის ამბები