19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს "ქართულ ოცნებაში" გადამეტებულს უწოდებენ

რუსთავი 2-ის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ქართულ ოცნებაში გადამეტებულს უწოდებენ. ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა.

„თეთრი სახლის განცხადებაში იყო რაღაც ცოტა გადამეტებულიც, მათ შეიძლება ტრამპის მისამართითაც გაგზავნონ, თქვენ იცით გამწვავებული მდგომარეობაა სწორედ ამერიკის პრეზიდენტსა და მედიასაშუალებებს შორის, ასე, რომ დასარეგულირებელი, ალბათ, იქითაც აქვთ,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველ გუნდში ამბობებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის აღწერილობითი და არაა შეფასებითი.

„ეს არის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, მითითებულია, რომ ანგარიში ეყრდნობა სხვადასხვა წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას, ეს არ არის შეფასებითი ანგარიში, ძირითადად არის აღწერილობითი,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

დღის ამბები