საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეაფასეს.
ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა საინტერესო ინიციატივაა, თუმცა ამ პროცესში სახალხო დამცველთან თანამშრომლობა აუცილებელია.
„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის ის, რომ პრობლემის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო რეალური იქნება პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მისი განხილვა იქნება თანამშრომლობით კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.