19 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
საზოგადოების კითხვებს პასუხს გასცემს მაღალი ნდობის მქონე ორგანო - თამარ ჩუგოშვილი პრემიერის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი აზრით, დღეს საქართველოში ეს უფლება ბევრად უკეთესად არის დაცული, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. დეპუტატმა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, დადებითად შეაფასა.

„ის ინიციატივა, რომელიც პრემიერმინისტრმა წამოაყენა, ემსახურება მხოლოდ და მხოლო იმას, რომ ამ კუთხით ჩვენ დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გვქონდეს და კითხვები, რაც შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოებას, ამ კითხვებზე არსებობდეს პასუხის გაცემის მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი ნდობის მქონე ორგანო,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები