საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება. ამ წუთებში საგარეო უწყების პირველი პირი შეხვედრას ევროსასამართლოში მართავს, ამის შესახებ სტრასბურგიდან რუსთავი 2-ის ჟურნალისტი იუწყება.
ამ დრომდე უცნობია, ვის ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი და როდის დაიგეგმა ეს შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს. ევროსასაამრთლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 8 მარტამდე შეჩერებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 მარტს რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.
ფოტო: რუსთავი 2, ირაკლი შეწირული