19 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
"ქართული ოცნება" საღი პოლიტიკური აზრისგან გაიძარცვა" - ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ ის არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოში არ არიან. ახალი მემარჯვენეების ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად მძიმე შეცდომებს უშვებს.

„იმდენად გაიძარცვა ქართული ოცნება საღი პოლიტიკური აზრით, რომ ივანიშვილს არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მისცემდა კომპეტენტურ რჩევას, რომ ეს თემა არის საფრთხილო,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიციის ლიდერები ასევე ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე დღეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გადაკვეთოს. მათივე თქმით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არ შეცვლაზე გადის დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლებისთვის სილის გაწვნას უწოდებენ ლეიბორისტულ პარტიაში. გიორგი გუგავა ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსთავი 2 ჩაიგდოს ხელში.

სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისკენ მოუწოდებენ, რესპუბლიკურ პარტიაში.

„ოპოზიციური მედიის, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის გადარჩენის გზა გადის სწორედ ევროპის სასამართლოზე, მის მიერ მიღებულ დროებით გადაწყვეტილებაზე, უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილების შეჩერებაზე და სწორედ ამ თხოვნით მივმართავთ ევროპის სასამართლოს რომ ეს შეჩერება დატოვოს ძალაში მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები