აღსრულების შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას ევროპულ სასამართლოს სამოქალაქო სექტორი თხოვს. შესაბამისი განცხადება, რომელსაც ხელს 28 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს სტრასბურგში უკვე გადაგზავნილია. სამოქალაქო სექტორი იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეს წარმოებაში მიიღებს და აღსრულების შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას მის დასრულებამდე ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში არსებულ კითხვის ნიშნებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურებასა და კანონში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საეჭვო ცვლილებებზე საუბრობენ.
„ის, რომ სტრასბურგის სასამართლო დღეს განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივმა სასამართლომ ვერ უზრუნველყო მიუკერძოებელი პროცესი და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორამ, ეკა გიგაურმა.
არასამთავრობოების განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობოებს შორის აუცილებელია.
მათი აზრით, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ მექანიზმის ამუშავება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში არის დანერგილი, რათა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ხელი არ შეეშალოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რეგიონებში გასვლას და რუსთავი 2-ის საქმეზე მოქალაქეების ინფორმირებას გეგმავს.
ავტორი: ანა წერეთელი.