ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილით მიმართა და რუსთავი 2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან კურიერის კორესპონდენტთან კომენტარი გააკეთა და ის დეტალები განმარტა, რომელზეც წერილშია საუბარი.
"რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,"-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეკითხვაზე "რატომ არ აძლევს ინტერვიუს რუსთავი 2-ს და კომენტარს ყოველთვის სხვა მედიასაშუალებებთან რატომ აკეთებს," მან უპასუხა, რომ განცხადებას სხვა მედიასაშუალებებთან თავდაცვის მიზნით აკეთებს.
„ხანდახან ლანძღვა-გინება რომ გაუსაძლისი ხდება პატარა კომენტარს მივცემ ხოლმე რომ ძაან არ მიმწიხლოთ თქვენ და თქვენმა სტუმრებმა სპეციალურად შეგროვებულებმა,“-აცხადებს ხალვაში.
ხალვაშმა ასევე აღნიშნა რომ, შეთავაზება დვალთან და აქიმიძესთან ძალაში რჩება.