19 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ეს კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურება იქნება თუ რა დღეშია საქართველოში მართლმსაჯულება - ლევან სამუშია ჯანელიძის სტრასბურგში ვიზიტს აფასებს

„ეს კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურება იქნება თუ რა დღეშია საქართველოში მართლმსაჯულება,“ - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ ვიზიტს სტრასბურგის სასამართლოში.

კურიერის ეთერში ლევან სამუშიამ ქიბარ ხალვაშის სტრასბურგის სასამართლოში ვიზიტიც კრიტიკულად შეაფასა. იგი აცხადებს, რომ  მესამე მხარედ სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკაში ძირითადად მესამე სექტორია წარმოდგენილი.

„როდესაც არსებითი განხილვაა დაწყებული მესამე პირად ერთვებიან სპეციალისტები, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში არის პრაქტიკა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცოდნა აქვთ და რომლებსაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ სასამართლოსთვის,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოდ აფასებს და იმედოვნებს, რომ 8 მარტის შემდეგ აღსრულების შეჩერების ვადა გახანგრძლივდება.

„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააგრძელოს ის ვადა, რითაც აღსრულება იქნება შეჩერებული, რაც თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული სიტყვის ჩახშობას შეუშლის ხელს,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები