ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაა ბიბილაშვილი დღეს ქიბარ ხალვაშის სტრასბურგის სასამართლოში მისვლას და მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ევროსასამართლოში ვიზიტს კურიერის პირდაპირ ეთერში ეხმაურება. ზაზა ბიბილაშვილი პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს.
„ქიბარ ხალვაშზე თავიდანვე არ იყო სერიოზული საუბარი საჭირო, ვინაიდან ეს იყო უბრალოდ ფასადი, რომელიც წინ აიფარა ივანიშვილმა. მას რაც დაავალეს ის გააკეთა. იგივე შეეხება მიხეილ ჯანელიძეს. ამით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აღიარებს, რომ დღეს ის ქცეული არის ერთი ავადმყოფი ოლიგარქის ნებასურვილის შემსრულებლად. ეს არის ჩვენი მომავლის ხარჯზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასმართლო შეინარჩუნებს იმ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მომავლის საქმე და ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთავი 2,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.