19 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - ოპოზიცია და მმართველი გუნდი შინაარს განსხვავებულად აღიქვამენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ქართულ ოცნება კრიტიკულად არ განიხილავს. ყოველწლიურ დოკუმენტში, რომელშიც ამჯერად რუსთავი 2-ის საქმეს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, ყურადღება სასამართლო პროცესში მთავრობის ჩარევაზე, სასამართლოს გზით სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე მახვილდება.

მმართველი გუნდის ნაწილი შეფასებებს გადაჭარბებულს უწოდებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, არამედ ადგილობრივი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ციტირებაა.

საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ანგარიშით მკაცრი გაფრთხილება მისცა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მსგავსი მასშტაბებს კი ზიანი მოქალაქეებისთვის უკვე მოაქვს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ გუნდს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კი უპატივცემულო დამოკიდებულებას ადასტურებს. 

ყოველწლიურ ანგარიშს წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ასევე მწვავე შეფასება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები