19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, მედია და მოსახლეობა ევროსასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმართავენ

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე არგუმენტის გათვალისწინებით სთხოვს. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ეჭვები საქმის განხილვის ყველაზე ეტაპზე არსებობდა.

სამოქალაქო სექტორის წევრების მიმართვის პარალელურად, სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის მასალებს დაერთვება ქართული მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადებაც. არასამთავრობოების მსგავსად, მედიის წარმომადგენლებიც ევროსასამართლოში დავის დასრულებამდე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას ქვეყნის პლურალისტულ გარემოსთვის აუცილებელ პირობად ასახელებენ.

პლურალისტური გარემოს გადარჩენის მიზნით რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებამ ტელეკომპანიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილიც გააერთიანა. სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლების პარალელურად, საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასაცავად საგანგებო პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა აქვთ მოქალაქეებსაც.

შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივების მიზნით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში, სამოქალაქო სექტორის წევრები კი ნაწილი რეგიონებში გასვლას და რუსთავი 2-ის საქმის შესახებ მოქალაქეების სათანადოდ ინფორმირებას გეგმავს.

ავტორი: ანა წერეთელი.

 

დღის ამბები