11 მარტის აქცია-კონცერტისთვის მზადება დაწყებულია. ევროპული საქართველოს წევრები თბილისის ქუჩებში რუსთავი 2-ს დასაცავად დღეს მოქალაქეებს 11 მარტის აქცია-კონცერტზე ეპატიჟებოდნენ. პარტიის წევრები მოქალაქეებს უხსნიდნენ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობას და სიტყვის თავისუფლების დაცვას.
რუსთავი 2-ის დასაცავად აქცია-კონცერტს საპარლამენტო და არასაპარლმენტო ოპოზიციის უმეტესი ნაწილი უერთდება. სიტყვის თავისუფლების დასაცავად შაბათის აქციაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელებიც იქნებიან.
ნაციონალური მოძრაობა აქცია-კონცერტზე პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორთან ერთად, მოქალაქეების ჩართულობას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
რუსთავი 2-ის დასაცავად აქციაზე მისვლას გეგმავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ არის.
ოპოზიცია დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტის მნიშვნელობაზეც საუბრობდა. იუსტიციის სამინისტროში, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგში მთავარი მოპასუხე მხარეა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რუსთავი 2-ის საქმეში გამოკვეთილ პოლიტიკურ ნიშნებზე საუბრობს პრეზიდენტი.
რუსთავი 2-ის დასაცავად გასამართ აქცია-კონცერტისთვის მოქალაქეებთან შეხვედრებს და მათ ინფორმირებას პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების მთელი კვირის განმავლობაში გეგმავენ.