სამაუწყებლო კომპოანია რუსთავი 2-ში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებმადე, მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ამ თემაზე განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში გააკეთა და პოზიცია უცვლელი რჩება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებული იქნას არსებული სტატუს კვო,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.