19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
კალაძის აზრით, ის ვინც "რუსთავი 2"-ს იცავს „ენმ“-ის ჰიპნოზის ქვეშ არის მოქცეული

ვიცე პრემიერი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კახი კალაძე განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანიას გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არასდროს ქონია.

"როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად, ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შემაშფოთებელი ვინმესთვის? ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები, ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? ვისგან, რისგან? ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?“ - აცხადებს კალაძე. 

ქართული ოცნების მთავარ მონაპოვრად ენერგეტიკის მინისტრი სწორედ თავისუფალ მედიასა და დამოუკიდებელ სასამართლოს ასახელებს.

კახი კალაძის თქმით, რუსთავი 2-ს შეზღუდვა არ ჰქონდა და არც ექნება მომავალშიც და კიდევ ერთხელ ამტიკცებს, რომ სასამართლო პროცესი ორ კერძო პირს შორის მიმდინარებს.

"ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა, სამივე  ინსტანცია გაიარა. სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები. უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას. იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად და როცა აღწევენ მიზანს, ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული. ის, რაც ამ დღეებში რუსთავი 2-ის ირგვლივ ხდება, არის ზუსტად ამის მაჩვენებელი,“ - აღნიშნა კალაძემ/ 

დღის ამბები