რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება იყო მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ლიდერების აფხაზთა კრების წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
მხარეებს შორის ამ საკითხზე აქტიური თანამშრომლობა გადაწყდა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, დევნილთა ნაწილისთვის 45 ლარიანი დახმარება გაუქმდება.
„ეს არის კონკრეტულად მიბმული მათ შორის დევნილების პრობლემებთან, რადგან რომ არ ყოფილიყო რუსთავი 2, ვერავინ გაიგებდა ამ ქვეყნად, რომ ეს ხელისუფლება აპირებდა შეემცირებინა, გაეუქმებინა სოციალური დახმარება დევნილებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.