გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - შესაძლოა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი.
დღეს მოქმედი შეჩრების მექანიზმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდეა შეჩერებული.
სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მხარეებს დაეგზავნება. სწორედ ამიტომ არ იმყოფებიან რუსთავი 2-ის იურისტები სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროსასამართლოში ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია იმყოფებოდნენ.