ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე რებეკა ჰარმსი.
ევროპარლამენტარი მიესალმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
"შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამო. მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოში მედია პლურალიზმის მყიფე ბალანსს... პრესის თავისუფლებას და პლურალიზმს არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესისა და პრო ევროპული მისწრაფებისთვის. მედიას და პრესას არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და არც მასთან დაახლოებული პირი. ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და მის ყველა თანამშრომელს," - აცხადებს რებეკა ჰარმსი.