19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა "ენმ"-ის გავლენის ქვეშ - გია ჟორჟოლიანი

რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება. ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა.

„მიმდინარეობს რევანშისტური პოლიტიკური კამპანია - ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმათავს. ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით. გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა ნაციონალური მოძრაობის და მისი მემკვიდრეების და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო, ისევე, როგორც ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ სასამართლო საქმეებში არ ვერევით, ვენდობით სასამართლო გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

 

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები