19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რასაც მთავრობა უჭერს მხარს, სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოში მედია პლურალიზმზე" - Human Rights Watch

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება საფრთხის წინაშეა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობაზე დავამ სასამართლოსა და მედიაში მთავრობის ჩარევის შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

Human Rights Watch წერს, რომ ყოფილი მფლობელის სარჩელს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ოპოზიციაც და უამრავი დამოუკლიდებელი ორგანიზაცია განიხილავს მთავრობის მიერ ორკესტრიორებულ სვლად, რომლის მიზანი ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდებაა.

"რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რასაც მთავრობა უჭერს მხარს, სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოში მედია პლურალიზმზე," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები