19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება - ოპოზიციის აზრით, საქართველოს ხელისუფლება პანიკაშია

ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველანაირი მცდელობა, გავლენა მოახდინოს რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპის სასამართლოზე, უშედეგო იქნება. ოპოზიციის აზრით, ხელისფულება პანიკაშია. 

„ხელისუფლების წარმომადგენლები სირაქლემის პოზიციაში დგომას აგრძელებენ, კვლავ ცდილობენ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და უმტკიცონ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და კერძო დავა გრძელდება,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.

„რუსთავი 2-ისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება არის ბრძოლა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ ევროპამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ადამიანის უფლებებს, ქვეყნის ინტერსებს, მოქალაქეების ინტერესებს ვერავინ შეეხება, ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

ავტორი: ანა წერეთელი. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები