19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესები გამჭვირვალედ და კანონიერად წარიმართება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ საკითხის პოლიტიზირება და ანგაჟირება მიმდინარეობს.

„მე მჯერა, რომ ეს პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ, გასაგებად, კანონიერად და ყოველგვარი ზედმეტი მღელვარების გარეშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე არ ვიცი ადამიანი ან რაიმე ჯგუფი, პოლიტიკური ან არა პოლიტიკური, ვისთვისაც მომგებიანი შეიძლება იყოს ქვეყანაში პროცესების ამგვარი წარმართვა. ამიტომ, ეს მაძლევს იმის რწმუნებას, რომ ეს ყველაფერი დასრულდება გასაგებად, გამჭვირვალედ და კანონიერად,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები