19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პრეზიდენტი "რუსთავი 2-ის" პროცესებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებამდე არხზე სტატუსკვო შენარჩუნდეს

"რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუსკვო,"- ეს განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა.

ეკა მიშველაძის განმარტებით, საქმეს თავიდანვე ქონდა პოლიტიკური ელფერი. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია, ევროსასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტილებამდე სტატუსკვო უცვლელი დარჩეს.

„დღეს რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მედიაგარემოს მიმართულებით ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ეს პროცესი თავიდანვე გაცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკური პირების განცხადებების შედეგად პროცესი გახდა პოლიტიზირებული,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

დღის ამბები