19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
გვარამიამ მოგცათ დავალება, რომ ჩაწეროთ პოლიტიკოსები, ცუდი ათქმევინოთ სტრასბურგზე, გადააგზავნოთ მერე სტრასბურგში - ზაქარია ქუცნაშვილი

ქართულ ოცნების წარმომადგენლები ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას ევროპულ სასამართლოში მესამე მხარედ ოფიციალურად ჩართვასთან დაკავშირებით, ლეგიტიმურად თვლიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებისთვის ობიექტური და კრიტიკული მედიის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმს საფრთხე არ შეექმნება. ამის დამადასტურებელ ფაქტად კი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერმინისტრის ინიციატივას ასახელებს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ს არაობიქტურობაში ადანაშაულებს.

„რუსთავი 2 არ არის ობიექტური მედია, აქედან გამომდინარე, ისინი ამოფარებული არიან კრიტიკას, პოლიტიკური მოტივებით ანგაჟირებულ კრიტიკას და ამით სპეკულირებენ საზოგადოებაში. გვარამიამ მოგცათ დავალება, რომ ჩაწეროთ პოლიტიკოსები, ცუდი ათქმევინოთ სტრასბურგზე, გადააგზავნოთ მერე სტრასბურგში, ეს არის თქვენი პოლიტიკური დავალება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები