ზუგდიდის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის სპორტის მიმართულების ერთ-ერთი მწვრთნელი რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზუგდიდის რაიონის ნაციონალური მოძრაობის წევრმა ისაუბრა.
ანი წითლიძის განცხადებით, ვარლამ სიჭინავას გამგებელმა არა ერთხელ მისცა გაფრთხილება სხვადასხვა აქციაზე აქტიურობის გამო.
ჩხოროწყუს გამგებელი კი აცხადებს, რომ ვარლამ სიჭინავას მიმართ არანაირი რეპრესია არ განხორციელებულა.