სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავი2-ის მხარემ დასავლური ქვეყნების დიპლომატებს არსებული ვითარება გააცენს, სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ჩვენი ყველაზე უფრო დიდი მეგობარი, როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტულად რუსთავი2-ისაც. ჩვენ შევხვდით ყველა დასავლური ქვეყნის დიპკორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენ ვართ პროდასავლური მედია და, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს დასავლეთის ქვეყნებთან მათი დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.