სამაუწყებლო კოპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, იმედოვნებს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ისევე იდგებიან რუსთავი2-ისა და სიტყვის თავისუფლების გვერდით, როგორც გასული წლების განმავლობაში.
„დიპლომატიური კორპუსი აქტიურად არის ჩართული რუსთავი2-ის საქმეში და მათი სწორი გზავნილები და მათი მკაფიო განცხადებები ზუსტად აისახებოდა რუსთავი2-ის საქმის მიმდინარე პროცესებზე. დღესაც ჩვენ პრაქტიკულად საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და შესაბამისად, თბილისიდან გაკეთებული გზავნილები, რა თქმა უნდა, აქაც გარკვეულ როლს ითამაშებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც დღემდე იდგა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსთავი2-ის გვერდით და სიტყვის თავისუფლების გვერდით ამ ქვეყანაში, ასე გაგრძელდება მომავალშიც,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დღეს რუსთავი2-ს ესტუმრნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს სიტყვის თავისუფლებას.