რუსთავი2-ის საქმესა და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.
ხარშილაძე აცხადებს, რომ "უკვე საკმაოდ ზიანი აქვს მიყენებული საქართველოს იმიჯს".
„რუსთავი2 იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ საით წავა ეს ქვეყანა, როგორ განვითარდება ჩვენთან სამომავლო პროცესები. მე არ მინახავს არც ერთი შეფასება, რომელიც არ იყოს ცალსახად იმისაკენ, რომ ეს არის სწორი პროცესი, რომ რუსთავი2 უნდა დარჩეს დამოუკიდებელ ტელევიზიად და ის, რომ სასამართლო პროცესი არის პოლიტიზირებული. ხდება ორი რამ, ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი სასამართლო სისტემის საერთოდ ლეგიტიმურობას, რაც სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებაში ჩანს და, როგორც არ უნდა წარიმართოს ეს საქმე, უკვე საკმაოდ ზიანი აქვს მიღებული საქართველოს იმიჯს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე, ვისი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ცალსახად მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიზირებულობაზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველო დღეს იმყოფება ძალიან რთულ განვითარების ეტაპზე,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ხარშილაძე პრემიერის ინციატივას მედიაომბუდსმენის შექმნის შესახებ „სუსტ არგუმენტად“ აფასებს.
„ეს, ჩემი აზრით, არის მცდელობამ რომ უფრო კონტროლირებადი ომბუდსმენი მოიყვანონ მედიაზე და მერე მას ათქმევინონ ის, რაც თვითონ უნდათ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.