19 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
მათ მისცეს მკაფიო გზავნილი ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა იმუშაონ - თამთა მურადაშვილი

„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ შანსები იყო ძალიან მცირე,“ - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

„ქართველი ხალხის ეს ნება, რომელიც მათ დაამტკიცეს კონსტიტუციით, დღეს დაიცვა სტრასბურგის სასამართლომ. შვიდმა მოსამართლემ ერთობლივად, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალაში დაეტოვებინათ 3 მარტის მორიგე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

თამთა მურადაშვილის თქმით, სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროსასამართლომ ხელისუფლების მიმართ გზავნილი გააკეთა, რომ არ ჩაერიონ მედიის საქმიანობაში.

„ესენი არიან მოსამართლეები, რომლებმაც გადაარჩინეს არამარტო რუსთავი2, არამედ მთელი ქვეყანა. მათ მისცეს მკაფიო გზავნილი ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა იმუშაონ, როგორი  მიმართულებით უნდა წავიდნენ უკვე ამის შემდეგ, რომ აღარ იყოს მედიაზე ზეწოლა,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.  

დღის ამბები