19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ჩვენ ვიცოდით, რომ სასამართლოს მოუწევდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება - დიმიტრი საძაგლიშვილი

„სიმართლე რომ გითხრათ, დროსთან დაკავშირებით უფრო ნაკლები წუხილი გვქონდა, ვიდრე შედეგთან დაკავშირებით,“ - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო დამკვიდრებულ პრაქტიკას ძალიან მკაცრად მიჰყვება.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მოუწევდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება, რისი ძალიან დაბალი შანსი არსებობდა. საბოლოო ჯამში. მოხდა ის, რაც მოხდა და რეალურად, დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და შეჩერდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

მისი თქმით, შეჩერების ღონისძიება ძალაში არის უვადოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სანამ სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხზე არ იმსჯელებს, აღსრულება იმ დრომდე ვერ განხორციელდება.

„გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომავალ შეტყობინებამდე განხორციელდა, ეს ასეც ხდება, როდესაც უვადოდ განისაზღვრება დროებითი ღონისძიება, სწორედ ასეთი ფორმულირებით ხდება მითითება ვადის,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა.

დღის ამბები