19 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის - დავით ბაქრაძე

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, დავით ბაქრაძე, სტრასბურგის სასამარლოს გადაწყვეტილების შემდეგ სერიოზული დასკვნის გაკეთების შესახებ საუბრობს.

„პირველი დასკვნა გახლავთ სწორედ ის, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცების, რომ ეს არის კერძო დავა, ქონებრივი დავა ორ კერძო პირს შორის, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ეს ასე არ არის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსთავი2-სა და ხელისუფლებას შორის იყო ეს დავა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც საფრთხე ემუქრება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლება დღეს გახლავთ იმდენად მაღალი ღირებულების მატარებელი ელემენტები ჩვენი ცხოვრების, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ისეთი ზომები, რომელსაც მიიღებდა საფრთხეში, რომ ყოფილიყო რომელიმე ადამიანის სიცოცხლე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიადგა.

დღის ამბები