19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ხელისუფლებას სურდა, ჩვენ წავეყვანეთ 10 ნაბიჯით უკან და, საბედნიეროდ, უცებ აღმოვჩნდით 20 ნაბიჯით წინ - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სახის შენარჩუნება ახლა ძალიან გაუჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მთავრობა ამას შეეცდება.

„შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ჩვენი ქვეყნის პრობლემები, ჩვენი დემოკრატიის პრობლემები და ჩვენი ხელისუფლების პრობლემები,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

მისი თქმით, ეს არის სიგნალი ნებისმიერი მომავალი ხელისუფლებისთვის, რომ მედიის წინააღმდეგ ბრძოლა დაუშვებელია.

„ხელისუფლებას სურდა, ჩვენ წავეყვანეთ 10 ნაბიჯით უკან და, საბედნიეროდ, უცებ აღმოვჩნდით 20 ნაბიჯით წინ. ეს არის ძალიან მაგარი და აღმოვჩნდით ევროპულ დემოკრატიაში, რომელიც ჩვენ გვიცავს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები