19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

„თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო სწორედ პროცენტნახევარი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში,“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებას გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

ის აღნიშნავს, რომ თინა ხიდაშელი ვერ მიხვდა, რომ მისი განცხადება რუსთავი2-ის თაობაზე პოლიტიკური ხასიათის იყო.

"ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?," - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის განცხადება რუსთავი2-ის საქმეზე. 

 

დღის ამბები