19 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ქართულ დემოკრატიას - დავით ჯანდიერი რუსთავი2-ის საქმეზე საუბრობს

საერთაშრისო სასამართლოს სპეციალისტი, დავით ჯანდიერი, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავი2-ის საქმე ქართული საზოგადოება დიდი გულისტკივილით ადევნებდა თვალს.

„სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ქართულ დემოკრატიას და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გვქონდეს რწმენა იმის, რომ სასამართლო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი,“ - აცხადებს დავითა ჯანდიერი.

მისი აზრით, ვინმემ პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც რუსთავი2-ის საქმეზე სასამართლოს 3 ინსტანციაში ხდებოდა და შედეგად ქვეყნის პრესტიჟი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დღის ამბები