გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის საკითხთან დაკავშირებით, მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილსა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძეს შორის კამათი იყო.
„მთელი ევროპა შეყარეთ რუსთავი2-ის დასაცავად თქვენს წინააღმდეგ,“ - მიმართა გიორგი გაბაშვილმა მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რუსთავი2-ს ტენდენციურობაში დასდო ბრალი.
მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ იყოს ოპოზიციური არხი.
„რუსთავი2-საც აქვს უფლება, რომ იყოს პარტიული ტელევიზია, არის პარტიული ტელევიზია, არის ტენდენციური,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2-ის საქმეზე ქართული სასამართლოს გამოწვევაა. მან ასევე რუსთავი2-ის ჟურნალისტებს წარმატება უსურვა.
„მე რუსთავი2-ის თითოეულ ჟურნალისტს ვუსურვებ წარმატებას, ნაციონალურ მოძრაობას, საქართველოს წინააღმდეგ, ბუნებრივია, იმავეს ვერ ვუსურვებ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.