19 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
"ჩვენთვის უცნობია რა საფრთხეებზე იყო საუბარი"- პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო ფაქტად" აფასებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატიც.

პაატა სალია ამბობს, რომ ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. ადვოკატის თქმით, დეტალები შეჩერების გაგრძელების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

“არ გამოვრიცხავდით, ვინაიდან რადგან შეაჩერა სასამართლომ უკვე არსებობდა შანსი იმისა, რომ მიეღო ან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ან დაეტოვებინა ძალაში. ამ ეტაპზე შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე, შესაბამისად ველოდებით როდის გადაწყდება ეს საქმე. ამ საქმის მსვლელობის განმავლობაში თუ მიიჩნევს სასამართლო, რომ გაუქმდეს და აღარ არსებობს ის საფრთხეები, რაზეც იყო მითითებული განცხადებაში, თუმცა ჩვენთვის უცნობია რა საფრთხეებზე იყო საუბარი და რა იყო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მოტივაცია. ამასა ალბათ უფრო მოგვიანებით შევიტყობთ, როდესაც გასაჯაროვდება დასაბუთებული გადაწყვეტილება შეჩერების გაგრძელებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები