19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"მწარე სილა, რომელიც სახეში მოხვდა ჩვენს მთავრობას"-სამოქალაქო სექტორი სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

მათი თქმით,  ამჯერად ის საფრთხეები, რომელიც რუსთავი 2-თან მიმართებით არსებობდა, დროებით შეჩერებულია.

„ეს არის ახალი შესაძლებლობა ადამიანის უფლებების კუთხით მოსარჩელეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში, თუმცა ამავდროულად მას ორმაგად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, გააჩნია საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და კერძო ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის. ამ საქმეში იყო ძალიან ბევრი დარღვევა, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არაფერი ჰქონდა საერთო განხილულ საქმეებთან,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობოების შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იყო რეალური კითხვის ნიშნები, რომელიც გადაწყვეტილების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებდა.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დემოკრატია დღეს კიდევ ერთხელ გადარჩა და ეს არის მწარე სილა, რომელიც სახეში მოხვდა ჩვენს მთავრობას და ჩვენს მართლმსაჯულებას და იმედია, რომ ამ გაკვეთილს ისწავლიან,“-აცხადებს ბაია პატარაია.

დღის ამბები