19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
უცხოური მედია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოური მედიასაშუალებებიც ეხმაურებიან. სააგენტო Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ შეაჩერა საქართველოს ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირისთვის გადაცემის პროცესი.

რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი წერია, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის გადაცემას, კრიტიკოსები აღიქვამდნენ, როგორც ხელისუფლების მცდელობას მედიაში არსებული განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩახშობის მცდელობად.

"რუსთავი 2-მა დროებითი გამარჯვება მოიპოვა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას One America News Network-ი. ავტორის აზრით არსებობს მოსაზრება, რომ ახალმა მეპატრონემ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ერთად-ერთი ძლიერი მედია საშუალება, შესაძლოა გააჩუმოს.

დღის ამბები