19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ეს არის კიდევ ერთი მესიჯი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის დემოკრატია-გიორგი აბაშიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს

მნიშვნელოვანი მონაპოვარი და კიდევ ერთი მესიჯი ევროპისგან საქართველოს-ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელება სწორი და მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. აბაშიშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის ქართული სახელმწიფოებრიობა და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება. 

“ეს არის კიდევ ერთი მესიჯი ევროპის მიერ საქართველოსადმი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის დემოკრატია, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ამას ევროპა აფასებს,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები