19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
წერილი კვირიკაშვილს - ევროპარლამენტარები "რუსთავი 2-ზე" მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო.

"არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან,"- ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარები ასევე მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს კრიტიკულად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მოსთხოვონ მას ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

დღის ამბები