19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
"რუსთავი 2" არის არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ "რუსთავი 2"-ის მხარეს-ლაშა ტუღუში

ის ფორმულები, რომელიც მესმის, რომ რუსთავი 2 არის საქართველოს წინააღმდეგ, მე მგონი პირიქით უნდა იყოს, რუსთავი 2 არის საქართველოს მხარეს- ეს განცხადება, გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა გააკეთა.

მედია ექსპერტმა სტრასბურგის მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

„ჩვენ მოვახერხეთ ქართული მედია სივრცის დაცვა ევროპულ სამართლებრივ სივრცეში შესვლით. ამ სივრცის საქართველოში შემოყვანით და ეს არის უპრეცედენტო სიტუაცია. მეორე მთავრობებისთვის როგორც დღეს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არის სერიოზული სიგნალი, რომ არ მოინდომოს კონტროლი მედია საშუალებების,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებიც.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც გადაარჩინა.

„ეს ხელისუფლებაც გადაარჩინა სტრასბურგის სასამართლომ იმიტომ, რომ არ დაემსგავსა სააკაშვილს და ის არ შევა ისტორიაში იმ ხელისუფლების სახელით, რომელმაც დახურა ოპოზიციური ტელევიზია,“-აცხადებს მერაბ მეტრეველი.

დღის ამბები