ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. შალვა ნათელაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასა და საზოგადოებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა. პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ "პროგრესისკენ გადატრიალება მოხდა."
„საქართველომ გაიმარჯვა! ის, რაც გუშინ სტრასბურგში მოხდა, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. დღეს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს-ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და წავიდეს სახლში, ამას ან თვითონ გააკეთებს ზევიდან, ან ხალხი გააკეთებს ქვევიდან,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც გამოეხმაურა და მოსახლეობას წარმატება მიულოცა.
შალვა ნათელაშვილმა ქალებს 8 მარტი მიულოცა.