საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დროებითი ზომის მოქმედება უვადოდ გახანგრძლივდა.
ბარამიძე ამბობს, რომ საქმე ჯერ პროცედურული განხილვების ეტაპზეა, სწორედ ბარამიძის თქმით, ის თავს იკავებს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების როგორც გადაჭარბებულად შეფასებისგან, ასევე მისი დაკნინებისგან.
„რუსთავი 2-ის საქმე არის საწყის ეტაპზე, ის ჯერ მხოლოდ პროცედურული განხილვების ეტაპზეა. მე თავს შევიკავებდი ამ გადაწყვეტილების ზედმეტად გადაჭარბებული შეფასებისგან ან ზედმეტად მისი დაკნინებისგან. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული გადაწყევტილება, რომელიც სხვა სახელმწიფოების მიმართ გამოაქვთ ხოლმე, როცა შესაბამისი გარემოებები არსებობს, მაგრამ არსებითი განხილვა ჯერ კიდევ წინ არის. მთავარი გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასმართლოს ჯერ კიდევ წინ აქვს,“-აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.