საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკულ წერილზე პირველ რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ მან იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ ევროდეპუტატების მიმართვას უკვე გაეცნო და საპასუხო წერილი უკვე მზად არის, რომელიც მალე გამოქვეყნდება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის საერთაშორისო მეგობრების აზრი მნიშნელოვანია, თუმცა, მისი აზრით, ევროდეპუტატების „შიშები გარკვეულწილად გადაჭარბებულია.“
ის ასევე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო მნიშნელოვან პროგრესს განიცდის და რუსთავი 2-ის ირგვლივ „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება.“
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას და ქვეყნის დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება.