19 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
"რუსთავი 2" და "ნაციონალური მოძრაობა" უჩივის საქართველოს"- მმართველი გუნდი სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს

ხელისუფლებაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმდინარე  პროცესთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რუსთავი 2 და ნაციონალური მოძრაობა სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის.

მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება სამართლებრივ პროცესს ნორმალურად მიიჩნევს. მინისტრთა კაბინეტის წევრები კი აქცენტს სტრასბურგში ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან შედარებით, სარჩელების მნიშვნელოვნად კლებაზე აკეთებენ.

„სტრასბურგმა თქვა, რომ მოდი რა დაველოდოთ, დამაცადეთ განვიხილავ და მერე შევიდეს ძალაში, თუ იგივე დარჩება. ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი, ამაში საგანგაშოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სასიხარულოს საზოგადოებისთვის ვერ ვხედავ,“-აცხადებს სოზარ სუბარი.

ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ევროპული სასამართლოს განხილვის თემაა დაირღვა თუ არა საერთშორისო კონვენციის კონკრეტული მუხლი და არა ვის ეკუთვნის რუსთავი 2.

„არ იხილება აქ ყარამანიშვილის არის თუ ხალვაში, აქ თემაა ასეთი, რომ რუსთავი 2 და ნაციონალური მოძრაობა უჩივის საქართველოს, მის ხელისუფლებას და ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ მსჯელობა რამდენად სრულად არის კონვენცია დაცული სასამართლოს თავისუფლების თაობაზე. თვითონ არსი საკითხი კიდევ ერთხელ გადაიფარა შესაბამისი პროპაგანდისტული მანქანით,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები